ბრაზილიის უმსხვილესი ბანკის, Bradesco-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები Blockchain პლატფორმას დანერგავენ.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.Bradesco არ არის პირველი ბანკი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიით დაინეტერესდა. ჯერ კიდევ შარშან აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბანკო ჯგუფი Santander-ი პარტნიორობას რიპლისთან გეგმავდა. პარტნიორობის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სავაჭრო აპლიკაციის შექმნა რიპლის Blockchain xCurrent...
ევროპულმა საინვესტიციო კომპანიამ, Peakside Capital Advisors-მა Blockchain ტექნოლოგიაზე უძრავი ქონების ფონდი დააფუძნა. ფონდი გერმანული ბაზრისთვის შეიქმნა.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობდა.კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში Peakside-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა, შტეფან აუმანმა განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიის მიღწევები, რათა უფრო გაიზარდოს უძრავი ქონების სექტორის უსაფრთხოება.გერმანიის...
სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან-რეგენტებმა ნიკოლა სელვამ და მიშელ მურატორიმ ბოლო დოკუმენტის თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მთავრობის ბრძანებულება გამოსცეს.ახალ განკარგულებაში წერია, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა.სან-მარინოს, ევროკავშირის, ან რომელიმე ქვეყნის Blockchain ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან კლასიფიცირებულნი განიხილებიან, როგორც მაღალი რისკის შემცველი ორგანიზაციები. სან-მარინოს კანონმდებლობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ...
სამხრეთ კორეის მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მარეგულირებელი წესების შემუშავებას დაიწყებს.თუმცა მანამდე ჩატარდება კვლევა, რომელსაც ასე ერქმევა: "Blockchain-ის რეგულირების გაუმჯობესების კვლევა". კვლევა ტარდება მთავრობის წარმომადგენლების ინიციატივის თანახმად. კვლევის მიზანს კი წარმოადგენს მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესება.უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი...
საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Vacheron Constantin-ი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას დაიწყებს. ტექნოლოგიის დანერგვა პირველ რიგში მიზნად ისახავს ყალბი წარმოების საათებისგან კლიენტების დაცვას.კომპანია გეგმავს გამოაქვეყნოს სპეციალური განცხადება, რომელშიც საუბარი იქნება ციფრული სერტიფიკატის მნიშვნელობაზე. ამავე განცხადებაში უფრო დეტალურად იქნება განხილული Blockchain ტექნოლოგიისგან მიღებული სარგებელი.ამ ეტაპზე, როგორც...
ახალი ზელანდიის Blockchain ინდუსტრიულმა ჯგუფმა, BlockchainNZ-მა განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიას ელოდება.BlockchainNZ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ პასკალმა აღნიშნა, რომ ახალი ზელანდიის პარლამენტში, ეკონომიკური განვითარების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტმა მოისმინა საკითხი, რომელიც ტექნოლოგიის მიერ მოტანილ სარგებელს ეხებოდა.მარკ პასკალის მოხსენება რამდენიმე საკითხს ეხებოდა, მათ შორის "ჭკვიან კონტრაქტებს", Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას და ა.შ.აღსანიშნავია,...
ზიმბაბვეს საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯასტინ ბიგონმა განაცხადა, რომ ბირჟა Blockchain ტექნოლოგიით არის დაინტერესებული.აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თუკი მარეგულირებლის სამართლებრივი ჩარჩო ხელს შეუწყობს Blockchain-ის დანერგვას, მაშინ ბირჟა კონკრეტულ გეგმებს დასახავს.ამ ეტაპზე ზიმბაბვეს საფონდო ბირჟა მარეგულირებლის გადაწყვეტილების მოლოდინშია."ეს რთული პროცესია. მარეგულირებელი სისტემა ჯერჯერობით არ არის ნათელი და ჩვენ არ...
რიპლის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გერლაინგჰაუსი აცხადებს, რომ უმსხვილეს ბანკებს აქვთ მნიშვნელოვანი მიზეზები, რათა კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყონ.აღმასრულებელმა დირექტორმა ამის შესახებ კომენტარი Recode Decode-სთან გააკეთა.ინტერვიუს დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიპლის მიდგომა ფინანსურ ინსტიტუტებთან და მარეგულირებლებთან სრულად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში. აღმასრულებელმა დირექტორმა ისიც განაცხადა, რომ...
2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა ენდრიუ იანგმა განაცხადა, რომ Blockchain-ი შეერთებული შტატების მომავლის დიდი ნაწილი უნდა იყოს.ეს განცხადება ენდრიუ იანგმა ნიუ-იორკში Consensus-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა."მე მჯერა, რომ Blockchain-ი ჩვენი მომავლის დიდი ნაწილია. თუ მე თეთრ სახლში ვიქნები, ჩვენ გვექნება ძალიან მეგობრული პოლიტიკა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით",-განაცხადა ენდრიუ იანგმა.უნდა აღინიშნოს, რომ...
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია "ბოშმა" ღიად დააფიქსირა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება Blockchain ტექნოლოგიის მიმართ.კომპანიის განცხადების თანახმად, Blockchain ტექნოლოგია მომავალი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამასთანავე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის საკითხიც."საჭიროა ციფრულ ეკოსისტემებში ნდობის გაზრდა, ჩვენ გვჭირდება ღია პლატფორმები და ინტერნეტი, რომელშიც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად და უსაფრთხოების სრული დაცვით გააკეთონ...