ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა ფრთხილად ეპყრობა ციფრული ვალუტების მონიტორინგს.თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობა არ მიმდინარეობს.შვეიცარიაში, ციურიხში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პაუელმა კრიპტოვალუტების საკითხზე ისაუბრა. ის ამტკიცებს, რომ ცენტრალური...
ციფრული ვალუტის ბირჟის, Huobi-ის კვლევითი და სასწავლო ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირჟის უნივერსიტეტი გიბრალტარის უნივერსიტეტთან დაიწყებს თანამშრომლობას. პარტნიორობა Blockchain ტექნოლოგიის კვლევას შეეხება. თუმცა პროექტი ფართომასშტაბიანია და სხვადასხვა ინიციატივასაც მოიცავს.გიბრალტარის კომერციის მინისტრმა, ალბერტ ისოლამ უნივერსიტეტის სახელით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის გაფორმება კი ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ოფიციალურად დაწყებულია."ჩვენ...
ესპანეთის საფეხბურთო გუნდი მადრიდის ატლეტიკო პარტნიორობას Blockchain პლატფორმა, Socios.com–თან იწყებს. თანამშრომლობის მიზანია გუნდის გულშემატკივრებისთვის Fan Token-ის შექმნა.გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის შემოდგომაზე Fan Token-ის გამოშვება დაიწყება.ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ტოკენის ღირებულება 2 ევრო იქნება. ტოკენი გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სერვისზე ჰქონდეთ წვდომა, როგორიცაა მაგალითად, სასურველ მატჩზე...
ირანში რამდენიმე კრიპტოვალუტის კომპანიამ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნა. პალტფორმა სახელწოდებით IranRescueBit-ი ადამიანებს საშუალებას მისცემს ქველმოქმედება კრიპტოვალუტით განახორციელონ.საქველმოქმედო პალტფორმა წყალდიდობისგან დაზარალებულ რეგიონების დასახმარებლად არის შექმნილი.მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პლატფორმაზე შემოწირულობა მიიღება მხოლოდ სამი კრიპტოვალუტით: ბიტკოინით, ეთერიუმითა და ლაიტკოინით.IranRescuebit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰამედ სალეჰიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პლატფორმაზე დარიცხული...
სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული smart city-ი გახდება. ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა. თუმცა ამ ეტაპამდე არ იყო ცნობილი, თუ რას გეგმავდა ქალაქის ადგილობრივი მთავრობა.როგორც მედია საშუალება Finder-ი იტყობინება, სამხრეთ კორეის დედაქალაქი S-coin-ის შექმნას აპირებს. ციფრული ვალუტის შექმნის მიზანი იქნება მოქალაქეების წახალისება, რათა მათ უფრო...
სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპი, Limestone Network-ი კამბოჯის დედაქალაქის ცენტრში "ჭკვიანი სამეზობლოს" შენარჩუნების მიზნით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.როგორც Tech in Asia იტყობინება, პნომპენში მდებარე 100 ჰექტარი მოიცავს საცხოვრებელ ფართებს, ოფისებს, საცალო ცენტრებს, სკოლებსა და მასშტაბურ საგამოფენო დარბაზს.Limestone Network-ი შეიქმნა სინგაპურის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამარტივება.როგორც ცნობილია, Blockchain-ის...
სამხრეთ კორეის უძველესი ბანკი, Shinhan Bank-ი, ორ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, რათა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა შეიმუშავოს.ადგილობრივი მედია საშუალება, Korea Times-ის ცნობით, Shinhan Bank-ის წარმომადგენელმა Ground X და Blockchain- ის დეველოპერთან Hexlant–თან ხელი მოაწერა ურთიერშეთანხმების მემორანდუმს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორები ერთობლივად შეიმუშავებენ საბანკო მომსახურებითვის უსაფრთხოების მართვის სისტემას.აღსანიშნავია, რომ Ground...
Blockchain-ზე დაფუძნებულმა ღვინის საინვესტიციო-სავაჭრო პლატფორმამ შეარჩია Big Four-ის აუდიტორული კომპანია, EY, რათა გამართულად უზრუნველყოს ტექნოლოგიით მომსახურება.WiV Technology საშუალებას აძლევს კლიენტებს სასურველი ღვინო შეაფასონ და ტრანზაქცია განახორციელონ. ეს ყველაფერი კი Blockchain-ის საშუალებით გააკეთონ.როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს დაზოგავს კლიენტის დროს და შეამცირებს ხარჯებს.ამ ეტაპზე ცნობილია, რომ "ჭკვიანი კონტრაქტების" საშუალებით გარიგება...
მალტის ფინანსური სერვისების, ციფრული ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა, სილვიო შემბრიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ბიზნესის რეესტრი Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ჯოზეფ მასკატმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ინიციატივა ემსახურება იმას, რომ შეიქმნას პირველ სამთავრობო უწყება, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული...
დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს, Mashreq Bank-სა და fintech კომპანია Norbloc-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობა მიზნად ისახავს 2020 წლისთვის Blockchain-ზე დაფუძნებული შემოწმების სისტემის, "იცნობდე შენს მომხმარებელს", შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.პროექტი დუბაიში 2020 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, პროგრამა შექმნის ერთ ციფრულ ჩანაწერს, რომელიც შემდგომში შეიძლება...