პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IOHK-მა, რომელიც კარდანოს ბაზაზე არის დაფუძნებელი განაცხადა, რომ 500,000 აშშ დოლარის დონაცია განახორციელა. თანხა ვაიომინგის Blockchain უნივერსიტეტისთვისაა განკუთვნილი.დონაცია ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის მხარდაჭერასა და განვითარებას გულისხმობს.ამ ეტაპზე როგორც ცნობილია პროფესორი ჯეიმს კალდველი, ასისტენტ-პროფესორი მაიკ ბოროვქექი და ფილიპ შლუმპი უხელმძღვანელებენ Blockchain–ის კვლევისა და...
არაბთა გაერთიანებულ საამიროების ჯანმრთელობისა და პრევენციის სამინისტრომ საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტროთან, დუბაის ჯანდაცვის ქალაქთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად Blockchain-ზე დაფუძნებული ჯანმრთელობის მონაცემთა შენახვის პლატფორმა შექმნა.ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესებას. პლატფორმა მომხმარებლებს სამედიცინო დაწესებულებებისა და ლიცენზირებული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის...
მალტაში დაფუძნებული Blockchain-ის სპორტული პლატფორმა, Chiliz-ი სფეროში კრიპტოვალუტების დანერგვას იწყებს.ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ბირჟა თებერვალში დაიწყებს ოპერირებას. ბირჟაზე Fan Token–ის შეთავაზებებაც იქნება. ტოკენები კი ინტეგრირებული იქნება Socios.com– ის პარტნიორ ყველა გუნდთან.უნდა აღინიშნოს, რომ Socios.com-თან ესპანეთის საფეხბურთო გუნდმა, მადრიდის ატლეტიკომ პარტნიორობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.თანამშრომლობის მიზანი გუნდის...
ოკლაჰომას სენატორმა, ნათაიან დემმა განაცხადა, რომ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კანონპროექტი ითვალისწინებს Blockchain ტექნოლოგიის გარშემო სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის შექმნას.”შტატის მიერ დაფინანსებული ახალი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია უზრუნველყოს ღირებული ფინანსური და ტექნიკური მომსახურება Blockchain და ციფრული ვალუტის ინოვატორებისა და დეველოპერებისთვის",-აღნიშნულია ოკლაჰომას შტატის ახალ...
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა, Huobi თურქეთის Blockchain პლატფორმის წევრი გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიამ ბიზნესი გააფართოვა და ახლა თურქ პარტნიორებთან თანამშრომლობას იწყებს.თურქეთის ბაზარზე ოფიციალურად შესვლიდან ხუთი თვის შემდეგ, Huobi თურქეთის Blockchain პლატფორმას შეურთდა.თურქეთის ინფორმატიკის ფონდის მიერ 2018 წელს დაარსებული, Blockchain Turkey Platform-მა დამოუკიდებელი,...
შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო ორგანომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ბოლო დროს ხშირად დაფიქსირდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა.უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას.ყოველწლიურად ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო რისკების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. 10 დეკემბერს მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შვეიცარიაში Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის...
ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა 36 წლის ვირჯილ გრიფიტი დააპატიმრეს.როგორ ცნობილია დაკავების მიზეზი ვირჯილ გრიფიტის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი გამგზავრება იყო. სამართალადამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვირჯილ გრიფიტი ფხენიანში პრეზენტაციის წარდგენას აპირებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია სანქციების თავიდან ასაცილებლად...
ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს Blockchain კომპანია FantomOperations- სთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში ტექნოლოგიის ინტეგრეციას.როგორც ცნობილია, მემორანდუმის პირობები მოიცავს ყალბი მედიკამენტების იდენტიფიცირებას, კლინიკებში სამედიცინო რეესტრების შექმნას და პაციენტების ფაილების გაციფრულებას. ინიციატივის კომენტირებისას, ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრმა ფეროზუდინ ფეროზმა აღნიშნა:”საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ელექტრონული...
ინდოეთის მთავრობა ეროვნულ Blockchain სტრატეგიაზე მუშაობს, რათა მოხდეს ტექნოლოგიის ადაპტირება ქვეყანაში.India Times-ის ცნობით, ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აღიარებს Blockchain ტექნოლოგიის პოტენციალს და საერთო ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას.სამინისტრომ დაამატა, რომ იგი მუშაობს ეროვნული Blockchain პროექტზე.სახელმწიფო მინისტრმა ადამიანური რესურსების განვითარების, კომუნიკაციისა და ელექტრონიკის და IT მიმართულებით...
მოროკო ცდილობს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას. როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა ქვეყნის ფინანსურ სექტორში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.მოროკოს დედაქალაქ რაბატში, აფრიკის Blockchain სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდელატიფ ჯუჰრიმ განაცხადა, რომ მოროკო ამ ტექნოლოგიას ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაძლიერებლად გამოიყენებს.ამის შესახებ ინფორმაციას Morocco World News-ი ავრცელებს.ქვეყნის ცენტრალური ბანკის...