კვირას, 27 იანვარს ციფრული ვალუტების ფასები შემცირდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს კრიპტოვალუტების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა.26 იანვარს ბიტკოინის ფასი 3.602 დოლარს შეადგენდა. კვირას კი კურსმა შემცირება დაიწყო. კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა. ბიტკოინის ფასმა 3.562 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.რაც შეეხება რიპლის: შაბათს ალტკოინის კურსი 0.32 დოლარის ფარგლებში მერყეობდა....
Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ თავისი ყველა ბიტკოინი 2017 წლის დეკემბერში გაყიდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ორი წლის უკან ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.შვედეთის დედაქალაქში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვოზნიაკმა აღნიშნა, რომ პირვალად ბიტკოინები მაშინ იყიდა, როდესაც ციფრული ვალუტის ღირებულება დაახლოებით 700 დოლარს წარმოადგენდა. ვოზნიაკის თქმით,...
პარასკევს, 25 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა.გუშინ ბიტკოინის ფასი 3.600 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი მკვეთრად არ შემცირებულა. კრიპტოვალუტის კურსი 3.590 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.წინა პარასკევს დაფიქსირდა ბიტკოინის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული, როდესაც ფასმა 3.700 დოლარი შეადგინა.რაც შეეხება რიპლის: ალტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში უმეტესად...
ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტების ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა 24 საათის განმავლობაში Stellar-ის ფასმა 0.30%-ით დაიკლო.გუშინ Stellar-ზე ვაჭრობა 0.102370 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.102665 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.101222 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 0.102210 დოლარზე დაიხურა.იმ შემთხვევაში, თუ...
იტალიის სენატის კომიტეტმა Blockchain ინდუსტრიის რეგულირების შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა.ცვლილება საკონსტიტუციო საქმეთა და საზოგადოებრივი სამუშაოების სენატის კომიტეტებმა დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 23 იანვარს, იტალიის მთავრობამ Blockchain სივრცეში პირველი მარეგულირებელი ნაბიჯი გადადგა.შესწორება ითვალისწინებს გარკვეულ საბაზისო პირობებს ლეჯერ ტექნოლოგიების შესახებ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Blockchain-ის ციფრული მონაცემების ჩანაწერი ხელს შეუწყობს...
გუშინ ალტკოინების ბაზარი სხვა დღეებთან შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში ფასების მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.23 იანვარს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 128 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 134 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 127 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა...
ხუთშაბათს, 24 იანვარს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში დაფიქსირდა როგორც ფასის მატების ისე, შემცირების მაჩვენებლები. თუმცა ბაზარს დღის მანძილზე მკვეთრი ცვლილება არ განუცდია.ბიტკოინის კურსი 3.600 დოლარზე ზემოთ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 3.600 დოლარის ნიშნული არის ერთგვარი ზღვარი. ზრდის ტენდენცია სწორედ მაშინ დაფიქსირდება, როდესაც ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულს...
ნიუ-ჰემფშირის შტატის კანონმდებლები ბიტკოინთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოში საჯარო მოსმენა გუშინ გაიმართა.რესპუბლიკელების დენის ექშენისა და მაიკლ იაკუბოვიჩის ინიციატივა ბიტკოინის გადახდის მეთოდად აღიარებას ეხება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი იდეა პირველად 2015 წელს გაჟღერდა."კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსკენ არის მიმართული. საქმე ეხება საკითხს, რათა კრიპტოვალუტით ნებადართული იყოს გადასახადების გადახდა. კანონპროექტის ძალაში...
ჩინეთის უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის კვლევის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო. უნივერსიტეტის პროექტს მხარს რიპლი უჭერს.პეკინის ცინგუას უნივერსიტეტში რიპლისთან თანამშრომლობის საფუძველზე კვლევითი სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობას 2019 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულები მიიღებენ.პროექტის მიზანია Blockchain ტექნოლოგიის შესწავლა და განვითარება. პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ Blockchain სივრცეში ამ ეტაპზე არსებულ ყველანაირ ცოდნას დაეუფლონ.უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა,...
ოთხშაბათს, 23 იანვარს ციფრული ვალუტების კურსი წინა დღესთან შედარებით გაზრდილი იყო.ბიტკოინის ფასი 3.550 დოლარის ნიშნულს გადასცდა და 3.600 დოლარის ზღვარს მიუახლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზარდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 3.603 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.ეს მაჩვენებელი წინა ფასთან შედარებით დაბალია. გასულ...