ტექსასის ფასიანი ქაღალდების საბჭომ არალეგალური კრიპტოვალუტის ინვესტიციის სქემა გამოამჟღავნა.საბჭომ აშშ-ში სამხრეთ აფრიკაში დაფუძნებული არაერთი კრიპტო ბიზნესის საქმიანობა შეაჩერა.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაღლითურ სქემაში ბიტკოინი გამოიყენებოდა. როგორც გაირკვა, კომპანიები ამერიკის მოქალაქეებს სწრაფ გამდიდრებას ჰპირდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ინვესტორი ტრანზაქციას განახორციელებდა უცხოური კომპანია უკვლოდ იკარგებოდა.რამდენიმე დღის წინ...
ოთხშაბათს, 8 ივლისს ციფრული ვალუტების ბაზარი შედარებით გაუმჯობესდა. ზრდა დაიწყო თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა.ბოლო ორი დღეა ბიტკოინის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეს კრიპტოვალუტის კურსი 9.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.დღის განმავლობაში ფასი 9.200 დოლარის ზღვარსაც ასცდა და 9.248 დოლარი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 8 ივლისს ფასი მხოლოდ 0.24%-ით...
ვიზას კრიპტო მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ბანკების ციფრული ვალუტა მომდევნო ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი გადახდის სისტემა იქნება.ქუ შეფილდი, ვიზას კრიპტო პროექტებს ხელმძღვანელობს.”როდესაც მთავრობები ბანკის ციფრულ ვალუტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს დიდ გავლენას მოახდენს კონფიდენციალურობაზე, ფულად სუვერენიტეტზე, გეოპოლიტიკასა და ფინანსურ ინკლუზიურობაზე.”მე ვიტყოდი, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული...
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი ციფრული იუანით აშშ დოლარის კონკურენციას ისახავს მიზნად და არა, ბიტკოინის.Sino Global Capital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მეთიუ გრეჰემი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბევრი არაფერი არ არის ცნობილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შესახებ. თუმცა ის კი ნათელია, რომ ჩინეთი ციფრულ ვალუტას, როგორც შესაძლებლობას ისე...
ფილიპინების მარეგულირებელი კრიპტო თაღლითობის შესახებ მომხმარებელს აფრთხილებს.თაღლითურ სქემაში ეთერიუმის Blockchain-იც მოექცა.ფილიპინების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ის ადამიანები, ვინც კრიპტო თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ მათ დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ ან შესაძლებელია სასამართლომ თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდოს.”ჯარიმის მაქსიმალურო ოდენობა 5 მილიონი ფილიპინური პესო ან 21 წლით...
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო და რამდენიმე ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანია Fantom-ის Blockchain-ს გამოიყენებენ, რათა ფალსიფიცირებული წამლების აღრიცხვა მოხდეს.გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპილოტე პროგრამაში გამოყენებული იქნება ოთხი სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის 80,000 ერთეული. წარმატებული ტესტირების შემდეგ კი პროგრამა ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას.განცხადებაშიც ისიც არის აღნიშნული, რომ 2017 წელს ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 100 ტონა ვადაგასული და სტანდარტებთან...
ციფრული ვალუტის ბირჟის, Kraken-ის წარმომადგენელმა, დენ ჰელდიმ განაცხადა, რომ მას სჯერა ბიტკოინის წარმატებისა. მისი თქმით, აქამდეც შეეძლო კრიპტოვალუტას ექვსნიშნა ფასი ჰქონოდა.დენ ჰელდი მედიასთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ბიტკოინის ფასი გაიზრდება და ის 1.000.000 აშშ დოლარს მიაღწევს.დაახლოებით ერთი თვის წინ Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი ფოუელმა Bloomberg-თან ინტერვიუს...
სამხრეთ კორეის სატელეკომუნიკაციო კომპანია, SK Telecom–მა განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის დაზღვევისთვის დაფუძნებული დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი სულ მალე Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.ამ დრომდე მომხმარებლებს უწევდათ ტექნიკური ოფისში მისვლა, რომ დაზღვეული სარგებელი დაზიანებული ტელეფონებისთვის მიეღოთ.აღსანიშნავია, რომ კომპანიას თავის სისტემაში უკვე წლებია, რაც Blockchain ტექნოლოგია აქვს დანერგილი.SK Telecom იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ ე.წ....
გასულ კვირას, ნიუ–იორკის სახელმწიფო ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა ლიცენზიის სამართლებრივი პრინციპების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟა, Gemini დეპარტამენტის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.”შემოთავაზებული პირობითი ლიცენზირების სტრუქტურა არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც ფინანსური მომსახურების დეპარტამენტი გადადგამს, რათა უზრუნველყოს ამ ინდუსტრიის ზრდა და ინოვაცია. ასე რომ, სექტორი უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გხდება მომხმარებლებისთვის",-...
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი სამართალდამცავები Gram ტოკენის მოპარვის ფაქტს იძიებენ.ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ტოკენებს ბრიტანული წარმოშობის კომპანია ყიდდა.როგორც კი ქვეყანაში Telegram-ის ოპერირება აიკრძალა რუსეთის მხარემ პოტენციური თაღლითური სქემების შესწავლა დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკენი Blockchain ეკოსისტემის მომსახურებას გულისხმობდა, რომელიც ცნობილია როგორც Telegram Open Network-ი.გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია თაღლითურ ტოკენებს...