Cardano Blockchain-ის დეველოპერმა Input Output Hong Kong-მა (IOHK) განახლებული წინადადება წარუდგინა საზოგადოებას Cardano-ს ტესტირების ქსელისთვის, რომელიც Vasil mainnet ქსელის განახლებას იწყებს.
Vasil-ის განახლება მნიშვნელოვანი შესრულებისა და შესაძლებლობების განახლებების საშუალებას წარმოადგენს. IOHK-ი ამ განახლებას აღწერს, როგორც დღემდე ყველაზე დიდ და საუკეთესოს, რაც უზრუნველყოფს უფრო მაღალ გამტარუნარიანობას, გაუმჯობესებულ სკრიპტის შესრულებას დეველოპერებისთვის და დაბალ ხარჯებს.
გუნდის მიერ მითითებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მიზნად ისახავს Blockchain-ის მასშტაბურობის გაუმჯობესებას დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის.
განახლება საშუალებას იძლევა ბევრად სწრაფად შეიქმნას საჭირო და შესაბამისი ბლოკები, რა დროსაც ტრანზაქციების გადაცემა სრული ვალიდაციის გარეშე იქნება შესაძლებელი, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდ რესურსს მოიხმარს.
თუ ყველაფერი შეუფერხებლად წავა, ტესტის ქსელის განახლება ამ კვირის ბოლოს განხორციელდება. ხოლო მთავარი ქსელის განახლება დაგეგმილია დაახლოებით ივლისის ბოლოსათვის. Cardano-ს წარმომადგენლებმა მინიმუმ ოთხი კვირა მოითხოვეს, რათა დრო ტესტის ქსელში აპლიკაციების შესამოწმებლად და განახლებისთვის დაეთმოთ.