Bybit-ი Cabital-თან თანამშრომლობას იწყებს

0
969

სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Bybit-მა, ციფრული ვალუტების ინსტიტუტ Cabital-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. პროექტი ბირჟაზე ევროსა და ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ინტეგრაციას მოემსახურება.

Bybit-ის მომხმარებლებს ამ ორ პლატფორმას შორის საკომისიოს გარეშე ევროსა და ფუნტი სტერლინგის გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენა შეეძლებათ. ეს უკანასკნელი კი Cabital-ის fiat on-ramp გადაწყვეტის მეშვეობით განხორციელდება.

Bybit-ი Cabital-ის პირველი პარტნიორი არის. Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ჟოუმ განმარტა, რომ Cabital-ის ინოვაციური და საიმედო კრიპტო გამოცდილება მათ სამომავლო გეგმებს შეესაბამება.

„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ Cabital-თან ამ ახალი პარტნიორობის წამოწყებით. მოუთმენლად ველით, რომ გავაძლიეროთ ადამიანები კრიპტოვალუტის საშუალებით თავიანთი ფინანსური მიზნების რეალიზებაში”,- აღნიშნა Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სინგაპურელთა 43% კრიპტოვალუტის მფლობელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი