ნიგერიაში მოქალაქეებს გადასახადების გადახდა ციფრული ვალუტით შეუძლიათ

0
706

გადასახადების კომპანია Bundle–ი ციფრული ვალუტის მომსახურეობას სთავაზობს კლიენტებს. სერვისი ნიგერიაში მცხოვრები ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Bundle-ი ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები ციფრული ვალუტის მეშვეობით.

როგორც ცნობილია, ამ წლის ბოლოსთვის, კომპანია გეგმავს აფრიკის 30-ზე მეტ ქვეყანაში ბიზნესის გაფართოებას.

Bundle-ს მხარს უჭერს Binance Coin-ი, ბიტკოინი და ეთერიუმი.

აპრილის დასაწყისში Blockstale-ის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნიგერიაში კრიპტოვალუტების შესახებ იურიდიული გაურკვევლობის მიუხედავად, როგორც ჩანს, აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტად ნიგერიელები იყვნენ ციფრული ვალუტებით დაინტერესებულები.

Blockstale BTM არის კომპანია, რომელმაც გამოუშვა ბიტკოინის ბანკომატი. ამ ეტაპზე კიდევ 30 ბანკომატის გამოშვება იგეგმება.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ აფრიკის კონტინენტზე კრიპტოვალუტას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

Twitter-ისა და Square–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განაცხადების თანახმად, აფრიკის კონტინენტი ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

”აფრიკა განსაზღვრავს მომავალს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის!”, – აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი