BlockShow Americas 2018-ზე ბიტკოინის დეცენტრალიზაციისა და Blockchain-ის შესახებ დისკუსია გაიმართა

0
1780

გუშინ, 21 აგვისტოს BlockShow Americas 2018-ის პანელურ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მოხსენებლებმა ბიტკოინისა და Blockchain-ის დეცენტრალიზაციის საკითხი და გლობალური მასშტაბით მათგან მიღებულ სარგებელზე ისაუბრეს.

სადისკუსიო პანელზე, რომლის სახელწოდებაც იყო “დიდი დაპირისპირება: Blockchain-ი, როგორც მსხვილი ინსტიტუციების პერსპექტივაა”, მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ Blockchain-ის გამოყენება გადახდის სისტემაში სავალდებულო უნდა გახდეს. ამასთანავე, განიხილეს ბიტკოინის Blockchain-ის დეცენტრალიზებული ხასიათი და განაცხადეს, რომ მისი პრაქტიკული გამოყენებით ფინანსური ინსტიტუტები უნდა დაინტერესდნენ.

Roubini Macro Associates-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა, რომ fintech ინდუსტრიას არაფერი აქვს საერთო Blockchain-თან. ის ამბობს, რომ ადამიანები ყოველდღიურად მილიარდ ტრანზაქციას ახორციელებენ ისეთი ტრადიციული ციფრული საგადამხდელო სისტემებით, როგორიცაა AliPay, WeChat-ი, Square-ი , PayPal-ი და სხვა.

რუბინიმ, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა განაცხადა, რომ fintech-ის საფუძვლები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, დიდი მონაცემები, კაპიტალის ბაზრები, და ა.შ. მათი შანსების ოდენობა ნულის ტოლია, რომ კრიპტოვალუტასა ან Blockchain-თან რაიმე სახის თანამშრომლობაში შევიდეს. რუბინის თქმით, რეალური ფინანსური ფირმები და პროექტები რეალურ ფულს აკეთებენ, რასაც შემდგომში მოაქვს ფინანსური დემოკრატია.

“ღარიბ ფერმერეს კენიაში შეუძლიათ გამოიყენონ M-Pesa საკუთარი მობილური ტელეფონით. M-Pesa-ს არაფერი აქვს საერთო Blockchain-თან”,- აღნიშნა რუბინიმ.

რუბინის გამოსვლამ გამოიწვია მწვავე დისკუსია კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის სარგებელთან დაკავშირებით. დისკუსია ინიცირებული იყო Wall Street-ის აღმასრულებელი დირექტორის ტონი ვეისის მიერ, რომელიც თავის მხრივ არის მრჩეველი კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის საკითხებში.

მიუხედავად იმისა, რომ ვეისი დაეთანხმა რუბინის განაცხადა, რომ ბიტკოინი და Blockchain-ი ტრადიციული გადახდის სისტემების საუკეთესო კონკურენტს არ წარმოადგენს. ამასთან, ინდუსტრიის ექსპერტმა მოიყვანა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბიტკოინი შეძლებს კონკურენციის გაწევას აღნიშნულ საკითხებში. საკითხებს შორის არის დეცენტრალიზებული ბუნება და დეცენტრალიზებული ტრანზაქციები, ასევე ბიტკოინი, რომელიც უკვე დეფიციტურია და ნელ-ნელა ოქროს ღირებულებას იძენს.

ბიტკოინის დეცენტრალიზაციის გათვალისწინებით, ვეისმა აღნიშნა, რომ პირველად ისტორიაში წარმოიშვა ისეთი აქტივი, რომლის კონფისკაციაც შეუძლებელია.

“ეს არ არის ღირებულება კონკურენციისთვის, სიჩქარის ან ტრანზაქციების ხარჯზე… ის იღწვისთვის იმისთვის, რომ თქვენი ტრანსფერის შეჩერება არავის შეეძლოს”, -აღნიშნა ტონი ვეისმა.

თავის მხრივ, რუბინი ეჭვქვეშ აყენებს ვეისის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომელიც ბიტკოინის რეგულაციას უკავშირდება. ტონი ვეისი კი აცხადებს, რომ მომავლაში ბიტკოინისა ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის არაანონიმურობა ციფრული ვალუტის ნაკლოვანებას კი არ წარმოადგენს, არამედ ეს პროცესი მიმართულია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკისკენ.

შეგახსენებთ, რომ BlockShow Americas 2018 ლას-ვეგასში მიმდინარეობს. ღონისძიებას 1.500-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი