COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით Blockchain ჰაკათონმა გამარჯვებულები გამოავლინა

0
1798

ტექნოლოგიურმა კომპანიამ კორონავირუსის დამარცხებაზე ორიენტირებული ჰაკათონის გამარჯვებულები გამოავლინა. თითოეული კატეგორიის გამარჯვებულმა გუნდმა 3000 ევროს ჯილდო მიიღო.

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთმა ინოვაციურმა Blockchain-ზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებამ ჯამში 15,000 ევროს ღირებულების ჯილდი მიიღო.

ჰაკათონის გამარჯვებულებმა ხელი უნდა შეუწყონ COVID-19-ის გავრცელების შეჩერებას. ჰაკათონის მიზანი იყო კომპანიებს ისეთი სისტემა შეექმნათ, რომელიც რეალურ დროში ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფდა.

ფიზიკური დისტანცირების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა “გადაადგილება უსაფრთხოდ”. მონაწილეებმა ალგორითმი შექმნეს, რომელიც ხალხმრავალი ადგილების ილუსტრირებას აკეთებს.

პანდემიის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ტესტის შედეგების სწრაფად გადამოწმება, პაციენტებთან გაზიარება და მათი შენახვა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, გაერთიანებული სამეფო, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ქვეყანამ დაკარგა 16,000 ტესტის შედეგი Microsoft Excel– ზე შეცდომის გამო.

შედეგად, სანდოობისა და სერთიფიკატების გაცემის კატეგორიის გამარჯვებული გუნდი VeCura გახდა, რომელმაც შეიმუშავა მეთოდი, რის შედეგადაც ტესტის პასუხები Maxonrow-ის Blockchain-ზე უსაფრთხოდ განთავსდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი