Blockchain-ი სატელეკომუნიკაციო სექტორში აქტიურად ოპერირებას იწყებს

0
2532

Blockchain-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო სექტორში, თითქმის, 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კვლევითი ორგანიზაციის Research and Markets-ის მონაცემების თანახმად, Blockchain ტექნოლოგია სატელეკომუნიკაციო სივრცეში 2018 წელს 46,6 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განხორციელებს. 2023 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 993.8 მილიონ დოლარს მიაღწევს.

132-გვერდიან ანგარიშში უსაფრთხოებაზეც არის საუბარი, რის გამოც Blockchain-ის გამოყენება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.

“სატელეკომუნიკაციო ბაზარზე Blockchain-ის შემოსვლა სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება არის”,- ნათქვამია მოხსენების დასკვნაში.

თუმცა იქვე აღნიშნულია: “მზარდი შეშფოთება მომხმარებლის ნამდვილობის შესახებ და გაურკვეველი მარეგულირებელი სტატუსი, საერთო სტანდარტების ნაკლებობა, ეს არის ის, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ბაზრის ზრდას.”

მარეგულირებლის გაურკვეველი შეხედულება ქმნის მდგომარეობას, რომლის წინაშეც გლობალური ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დადგა. ეს კარგად არ აისახება Blockchain-ზე, რადგან ადამიანებს ამ ტექნოლოგიის მიმართ ნდობა შესაძლოა, დაეკარგოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი