ვერმონტის შტატში Blockchain-ის შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა

0
1580

აშშ-ს ვერმონტის შტატის ოთხმა სახელმწიფო უწყებამ Blockchain ტექნოლოგიის შესწავლისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სამუშაო ჯგუფში შევლენ: ფინანსური რეგულირების დეპარტამენტი, შტატის სახელმწიფო მდივანი, კომერციული და სათემო განვითარების სააგენტო და ბიზნეს ექსპერტები. როგორც ცნობილი გახდა ჯგუფი 2019 წლის იანვარში დაიწყებს მუშაობას.

ჯგუფი მიზნად ისახავს სამი ძირითადი საკითხის შესწავლას, მათ შორის არის ტექნოლოგიის შესაძლებლობები, რეგულაციის სისტემა, მომხმარებლის დაცვა და ა.შ.

შტატის სახელმწიფო მდივანი დონოვანი აცხადებს, რომ ჯგუფი საშუალებას მისცემს სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს უკეთ გააცნობიერონ და განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს Blockchain-ი ბიზენს სექტორში.

“ჰაკერების თავდასხმები, უსაფრთხოების დარღვევები და ონლაინ აქტივობის ეპოქაში მნიშვნელოვანია ჩვენი მონაცემების დაცვის ახალი და ინოვაციური გზების მოძებნა. ამასთანავე, მომხმარებლებთან ჩვენ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკურ შესაძლებლობათა დაბალანსებას”,- აღნიშნა დონოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერმონტის შტატში უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვის მიზნით Blockchain ტექნოლოგიას ნერგავდნენ. იდეის ავტორების აზრით, Blockchain-ზე უძრავი ქონების დოკუმენტაციის ჩაწერა უნდა მომხდარიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი