კვლევა: მოსალოდნელია, რომ Blockchain-ის ენერგეტიკის გლობალური ბაზარი 2024 წელს 60%-ით გაიზრდება

0
1872

Blockchain-ის ენერგეტიკის გლობალური ბაზარი 2024 წლისთვის 60%-ით გაიზრდება.

ამის შესახებ Infoholic Research LLP-ის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლისთვის ენერგეტიკულმა გლობალურმა ბაზარმა 210 მილიონი დოლარი შეადგინა.

“ენერგეტიკის მზარდი ავტომატიზაციის შედეგად ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო ხშირად იწყებენ Blockchain-ის გამოყენებას, რაც რეალურად ხარჯების შემცირებას ნიშნავს”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მომზადების დროს მკვლევართა ჯგუფმა გაანალიზა Blockchain ენერგეტიკის ბაზრების განლაგება მსოფლიო მასშტაბით. კვლევითი ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების სტატისტიკურ მაჩვენებლებს აკვირდებოდა. ანალიზის შედეგად დადგინადა, რომ Blockchain-ის ენერგეტიკის ბაზარი ყველაზე დიდი ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში დაფიქსირდა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ იანვარში, ესპანეთის მსხვილმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Iberdrola-მ Blockchain-ის გამოყენება განახლებადი ენერგიისთვის დაიწყო.

საპილოტო პროგრამის დროს Iberdrola მონიტორინგს უწევდა განახლებადი ენერგიის მიღებას. ენერგია ორი ქარის და ერთი ელექტროსადგურიდან მიიღებოდა.

საპილოტე პროგრამამ წარმატებით ჩაიარა. კომპანია იმედოვნებს, რომ Blockchain ტექნოლოგია ახალი პროგრამის წარმატების გარანტია იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი