ბაკარდის ოჯახური ბიზნესის წილის მფლობელი, ამ ეტაპზე პროდუსერი და ფილანტროპი მონიკა ბაკარდი 100 მილიონი დოლარს ინვესტირებას Blockchain-ის გასართობ პლატფორმაში აპირებს.
მონიკა ბაკარდის კომპანიამ განაცხადა, რომ პლატფორმა TaTaTu-ს სახელით გააძლიერებს Blockchain ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტას.
პლატფორმა მაყურებელს სთავაზობს Video on Demand-ის მომსახურებას და სოციალურ ქსელის წახალისებას, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის მიღებისთვის მომხმარებელი საჩუქრად კრიპტო ტოკენებს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ტოკენებით გადახდა პლატფორმაზეც შესაძლებელი იქნება.
პლატფორმის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ტრადიციული ვიდეო მომსახურება ხელს უწყობს პირატულ ქმედებებს და, რომ Blockchain სისტემას საშუალება აქვს მფლობელებს გამჭვირვალობის მაღალი დონე შესთავაზოს.
პალტფორმა მთლიანად მორგებულია საერთაშორისო ნორმებს. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომებიც მაქსილაურად არის დაცული ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულირების კანონმდებლობის კონტექსტში.