ექსპერტები: Blockchain ტექნოლოგია კვლავ გამოწვევად რჩება

0
164

ჩინელი მკვლევრების აზრით, ფინანსურ სექტორში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება კვლავაც გამოწვევად რჩება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Sohu ავრცელებს.

ჩინეთის საინფორმაციო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების აკადემიის Blockchain კვლევის ხელმძღვანელმა ვაი ქეიმ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გლობალური სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის 2019 წლის შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, Blockchain-ს აქვს იმისი პოტენციალი, რომ ძირეულად გარდაქმნას სხვადასხვა დარგი, აღმოფხვრას ტექნიკური დარღვევები და ა.შ. ამასთანავე, მკვლევარი ამტკიცებდა, რომ Blockchain საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ ისურვა ისეთი პრობლემის მოგვარება, როგორიცაა მაგალითად, მონაცემთა კონფიდენციალურობა.

საუბრის დროს საინფორმაციო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების აკადემიის Blockchain კვლევის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. განსაკუთრებულად ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელ სისტემაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვანაირია.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ ლოუდიმ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. პლატფორმის დანერგვა უძრავი ქონების მონაცემების შენახვას უკავშირდებებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი