ჩინური კომპანიები Blockchain-ის განვითარებას გეგმავენ

0
636

ჩინეთის ელექტრონული კომერციის ორმა წარმომადგენელმა Alibaba-მ და Aerospace-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს Blockchain-ისა და სხვა ტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორ კომპანიას შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს Blockchain-ის კვლევასა და განვითარებას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სხვადასხვა სფეროში მოხდეს ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია.

ზოგადად ჩინეთის ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს. ორი თვის წინ ჩინეთის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა რიპლისთან ერთად Blockchain-ის კვლევის პროგრამა დაიწყო.

პეკინის ცინგუას უნივერსიტეტში რიპლისთან თანამშრომლობის საფუძველზე კვლევითი სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობას 2019 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულები მიიღებენ.

პროექტის მიზანია Blockchain ტექნოლოგიის შესწავლა და განვითარება. პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ Blockchain სივრცეში ამ ეტაპზე არსებულ ყველანაირ ცოდნას დაეუფლონ.

უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამა სტუდენტებს ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებაშიც დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი