ჩინეთის ბანკი Blockchain-ის გაუმჯობესებას აპირებს

0
720

ჩინეთის ბანკი, ქვეყნის ოთხ ბანკს შორის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ბანკი, საპატენტო განაცხადის შეტანის შესახებ იუწყება. განცხადებაში საუბარია Blockchain-ის მასშტაბების გაზრდაზე.

ტექნოლოგიის დეტალური აღწერა ასეთია: ტრანზაქციის განხორცილებისას მონაცემების მრავალი ბლოკი ერთ სისტემაში მოექცევა ნაცვლად, წინა ბლოკიდან ახალი ბლოკის შექმნისა. შექმნილ ბლოკებს “მონაცემთა ბლოკი” დაერქმევა.

როგორც საპატენტო განაცხადებაშია აღნიშნული სისტემა, როდესაც იღებს მოთხოვნას ქმნის 1-დან 1000 ბლოკს. შექმნის შემდეგ სისტემა ახდენს ახლად ჩამოყალიბებული “მონაცემთა ბლოკების” იდენტიფიცირებას.

ამ მეთოდის გამოყენებით, Blockchain-ის გაუმჯობესებული სისტემა ამცირებეს მონაცემთა ბლოკებს, მაგრამ ზრდის ტრანზაქციების რაოდენობას.

ამჟამად, განაცხადი განხილვის პროცესშია და Blockchain-ის გაუმჯობესებული ტექნოლოგია ჯერჯერობით სისიტემაში ჩაშვებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ჩინეთის ბანკი თანამშრომლობდა გიგანტურ ინტერნეტ-კომპანია Tencent-თან. ერთობლივი საქმიანობა გულისხმობდა ხანგრძლივ დაკვირებას იმის შესახებ, თუ რა ფორმით იყო მოსახერხებელი Blockchain ტექნოლოგიის ფინანსურ ოპერაციებში გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი