NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი Blockchain კომპანიის მრჩევლად დაინიშნა

    შვეიცარიის Blockchain ქსელმა, Concordium-მა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სტრატეგიულ მრჩევლად დანიშნა.

    Concordium-ი მიზნად ისახავს რასმუსენის გამოცდილებასთან დაკავშირებულ სფეროებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.

    ყოფილი პოლიტიკოსი ამჟამად ხელმძღვანელობს საკონსულტაციო ფირმას, რომელიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის დემოკრატიის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით.

    “Concordium-ის ქსელის უზარმაზარი მასშტაბისა და პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა, რომ მოხდარიყო სტრატეგიულ ექსპერტებისგან რჩევის მიღება”,- განაცხადა Concordium-ის თავმჯდომარემ, ლარს სერი კრისტენსენმა.

    “ანდერს ფოგ რასმუსენი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი გლობალური გაფართოების გეგმებში. ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ ადგილებში, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო და კერძო კომუნიკაციებისთვის Blockchain გადაწყვეტას”,-იქვე დაამატა ლარს სერი კრისტენსენმა.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია კონგრესში Blockchain ტექნოლოგიის შესაძლო დანერგვის შესახებ.

    აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია აშშ-ს კონგრესი უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გახადოს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *