
Binance-ის CEO: ტრამპი შეიძლება გლობალური პრო-კრიპტო ცვლილებების კატალიზატორი გახდეს
კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ ტენგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული პრო-კრიპტო კანონმდებლობა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ გლობალური რეგულატორების პოზიციასაც შეცვლის. “ჩვენ გადავედით იმ ეტაპიდან, სადაც კრიპტოინდუსტრიის მიმართ დიდი რეგულატორული გაურკვევლობა და გარკვეულწილად მტრული დამოკიდებულება იყო, იმ ეტაპზე, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა ამბობს: “ჩვენ ვიღებთ კრიპტოს”, — განაცხადა ტენგმა CNBC-სთან საუბრისას…