სან-მარინოს რესპუბლიკა Blockchain-ის მარეგულირებელ სისტემას შექმნის

0
490

სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან-რეგენტებმა ნიკოლა სელვამ და მიშელ მურატორიმ ბოლო დოკუმენტის თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მთავრობის ბრძანებულება გამოსცეს.

ახალ განკარგულებაში წერია, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა.

სან-მარინოს, ევროკავშირის, ან რომელიმე ქვეყნის Blockchain ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან კლასიფიცირებულნი განიხილებიან, როგორც მაღალი რისკის შემცველი ორგანიზაციები. სან-მარინოს კანონმდებლობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის უწყებაში.

სან-მარინოს ინოვაციების ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული რეგისტრაციის პროცედურებში. ინსტიტუტი მარეგულირებელი წესების შემოღებაზე მუშაობს. აგრეთვე, ინოვაციების ინსტიტუტი ზედამხედველობას უწევს შემოღებული მარეგულირებელი სტრუქტურის აღსრულებას. ინსტიტუტი ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ იღებს საჭირო ზომებს.

ასევე აპენინის ნახევარ-კუნძულზე მდებარე იტალიის სახელმწიფო Blockchain-ის რეგულაციაზე მუშაობდა. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია 2019 წლის იანვარში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ სან-მარინოს სახელმწიფო რესპუბლიკური მოწყობის არის. ქვეყანას მეთაურობს ორი კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც 60 წევრისგან შესდგება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი