ოჰაიოს შტატში Blockchain პროექტებისთვის მოზიდული თანხა 2021 წლისთვის 300 მილიონი დოლარი იქნება

0
466

აშშ-ს ოჰაიოს შტატი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისთვის ზრუნვას განაგრძობს. როგორც Ohio Daily Newsletlet Cleveland-ი იტყობინება 2021 წლისთვის Blockchain-ისთვის მოზიდული სახსრები 300 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

Blockland-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას JumpStart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რეი ლიჩმა განაცხადა, რომ შვიდი კომპანია 100 მილიონს გამოჰყოფს. თანხა Blockchain ტექნოლოგიის, როგორც სამთავრობო სტრუქტურებში ასევე ბიზნეს სექტროში ჯერ დანერგვას და შემდეგ გაუმჯობესებას მოხმარდება.

ამასთან ერთად კიდევ 200 მილიონი დოლარის დამატება განიხილება, როგორც დამატებითი საინვესტიციო თანხა. ადგილობრივი კომპანია FlashStarts-ი გამოხატავს ინციატივას, რომ 6 მილიონი დოლარის წვლილი შეიტანოს აღნიშნულ პროექტში.

ანალიტიკოსები Blockchain ტექნილოგიის მიმართ ასეთ ინტერესს უკავშირებენ კონკრეტულ მოსაზრებას, რა დროსაც აშშ-ს მოსახლეობა დროთა განმავლობაში გადასახადების ბიტკოინით გადახდაზე გადავა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ვირჯინიის შტატის ფედერალურ არჩევნებში Blockchain-ით ხმის მიცემა შესაძლებელი გახდა.

ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები არჩევნებში ხმის მისაცემად სმარტფონის აპლიკაციის გამოყენებას შეძლებდნენ, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებული იქნებოდა Blockchain ტექნოლოგიაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი