პლატფორმა Chiliz-ი სპორტის სამყაროში კრიპტოვალუტის დანერგვას იწყებს

0
648

მალტაში დაფუძნებული Blockchain-ის სპორტული პლატფორმა, Chiliz-ი სფეროში კრიპტოვალუტების დანერგვას იწყებს.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ბირჟა თებერვალში დაიწყებს ოპერირებას. ბირჟაზე Fan Token–ის შეთავაზებებაც იქნება. ტოკენები კი ინტეგრირებული იქნება Socios.com– ის პარტნიორ ყველა გუნდთან.

უნდა აღინიშნოს, რომ Socios.com-თან ესპანეთის საფეხბურთო გუნდმა, მადრიდის ატლეტიკომ პარტნიორობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.

თანამშრომლობის მიზანი გუნდის გულშემატკივრებისთვის ასევე Fan Token-ის შექმნა იყო.

გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2019 წლის შემოდგომაზე Fan Token-ის გამოშვება დაიწყებოდა.

რაც შეეხება ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირს: UEFA-მ Blockchain-ი უკვე დანერგა.

2018 წლის მაისში, ლიონში გამართულ ევროპალიგის ფინალში ბილეთების 50% Blockchain ტექნოლოგიის მეშვეობით გაიყიდა. სწორედ ამ წარმატებულმა გაყიდვებმა დაარწმუნა UEFA იმაში, რომ ტექნოლოგია საბოლოოდ უნდა დაენერგა.

“UEFA ბილეთების გაყიდვის უფრო მარტივ და უსაფრთხო საშუალებას ეძებს. Blockchain ტექნოლოგიით კი, უზრუნველყოფილია ბილეთების უსაფრთხო შეძენა და თავიდან არის არიდებული ბილეთების დუბლირება”,- აღნიშნული იყო UEFA-ს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი