იტალია Blockchain-ის ინტეგრაციას სახელმწიფო დონეზე იწყებს

0
516

იტალიის მთავრობამ გამოაქვეყნა სია, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის 30 მაღალი დონის ექსპერტებისგან შედგება. როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექპერტები იმუშავებენ იმისთვის, რომ Blockchain-ი სახელმწიფო დონეზე ინტეგრირდეს.

ოთხთვიანი საკონსულტაციო პროცესის შედეგად, ჯგუფი იმუშავებს სხვადასხვა უწყებისთვის და ამასთანავე, შექმნის ეროვნულ სტრატეგიას Blockchain ტექნოლოგიისთვის.

პროექტის ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა.

“ისეთი განვითარებადი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და Blockchain-ი მიზნად ისახავს რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, საზოგადოება და გააუმჯობესოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი”,- განაცხადა რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.

უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში იტალია ევროპის Blockchain-ის პარტნიორობას შეუერთდა.

“იტალიას პარტნიორობაში შესვლა საშუალებას მისცემს ქვეყანას Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში საკუთარი გზა განსაზღვროს”,- აღნიშნა იტალიიის ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან საუბარში.

მაშინ ლუიჯი დი მაიომ ისიც აღნიშნა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით სტრატეგიაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის Blockchain პარტნიორობა 2018 წლის აპრილში შეიქმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი