დასავლეთ ვირჯინიის შტატის ფედერალურ არჩევნებში Blockchain-ით ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი

0
893

საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები არჩევნებში ხმის მისაცემად სმარტფონის აპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებული იქნება Blockchain ტექნოლოგიაზე. როგორც ცნობილი გახდა, აპლიკაციით ხმის მიცემა ნოემბერში გასამართ დასავლეთ ვირჯინიის ფედერალურ არჩევნებში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კენჭისყრის მობილური პლატფორმა Voatz-ი იყენებს პირის ამოცნობის პროგრამას იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული ამომრჩეველი შეესაბამება მთავრობის მიერ გამოცემულ ოფიციალურ იდენტიფიკაციის დოკუმენტს.

დასავლეთ ვირჯინიის შტატის მმართველმა, მაკ ვორნერმა CNN-ს განუცხადა, რომ დარწმუნებულია აპლიკაციის დაცულობის მაღალ ხარისხში. ვორნერმა ისიც აღნიშნა, რომ ტექნოლოგია უკვე დაიტესტა და უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

მაიკლ ქუინმა, ვორნერის შტაბის ხელმძღვანელმა CNN-ს განუცხადა, რომ საბოლოოდ დასავლეთ ვირჯინიის მოსახლეობამ უნდა მიიღოს გადაწყვტილება ტექნოლოგიის არჩევნებში გამოყენების შესახებ. ქუინმა ისიც აღნიშნა, რომ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ აირჩიონ თუ რა ფორმით მისცემენ ხმას: იქნება ეს ქაღალდის ბიულეტენი თუ უპირატესობას ტექნოლოგიას მიანიჭებენ.

თუმცა, “დემოკრატიისა და ტექნოლოგიის ცენტრის” მთავარმა ტექნოლოგმა ჯოზეფ ლორენცო ჰოლმა CNN-ს განუცხადა, რომ მობილურით ხმის მიცემა საშინელი იდეაა, ხოლო არჩევნების პროცესზე დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაიან შნაიდერმა განაცხადა, რომ მობილური აპლიკაციით ხმის მიცემის პროცესი ჰაკერული თავდასხმებისგან დაცული არ არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი