ამერიკის ბანკი Blockchain-ის გამოყენებას იწყებს

    ამერიკის ბანკი სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს. Blockchain-ის დანერგვის მიზანი მონაცემების უსაფრთოებაზე ზრუნვაა.

    ბანკის შეთავაზება უზრუნველყოფს Blockchain-ის გამოყენებით ინფორმაციის გადამოწმებასა და გადარიცხვების დადასტურებას.

    “საჭიროა არსებობდეს ისეთი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ფინანსური მონაცემების უსაფრთოებას. ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაცემებს ტრანზაქციის განხორციელებისთანავე შესრულება დაადასტუროს”,-აღნიშნულია ამერიკის ბანკის განცხადებაში.

    ამასთანავე, ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ იმუშავებს Blockchain-ი. როგორც კი გადარიცხვა განხორციელდება Blockchain-ზე ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ მომენტალურად განახლდება და ქსელში ახალი გარიგების აქტივობით ჩაიწერება.

    თუკი, ამერიკის ბანკი კეთილგანწყობილია Blockchain-ის მიმართ იმავე არ ითქმის კრიპტოვალუტაზე. ჯერ კიდევ მაისის თვეში, ბანკმა ბიტკოინს “შემაშფოთებელი” უწოდა, ხოლო მომხმარებელს კრედიტის გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენისგან თავის შეკავება ურჩია.

    შეგახსენებთ, რომ Blockchain-თან დაკავშირებით ინგლისის ცენტრალურ ბანკსაც ამბიციური გეგმები ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკების შემთხვევაში გადამწყვეტ ფაქტორს Blockchain-ის უსაფრთხოების სისტემა წარმოადგენს, რომელშიც კლიენტის, როგორც პირადი ასევე ფინანსური ინფორმაცია სრულიად არის დაცული.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *