აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში Blockchain-ს ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებენ

0
436

აზიის წყნარი ოკეანის კონსერვატორთა კავშირი რეგიონში Blockchain ეკოსისტემის განვითარებას იწყებს. პროექტის ავტორების თქმით, ტექნოლოგიის განვითარება ავტორიტარიზმთან ბრძოლის ერთი-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ კავშირის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში პროექტი აღწერილია, როგორც ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური გარემოს ჯანსაღ განვითარებას. ამასთანავე, ტექნოლოგია გამოყენებული იქნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ავტორიტარული მმართველობის ბრძოლის წინააღმდეგ.

პროექტის ავტორების თქმით, სხვა რეჟიმების მსგავსად, ჩინეთის სახელმწიფო სხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მასობრივად ცდილობს, რათა გააკონტროლოს სხვა ქვეყნების პოლიტიკური სუვერენიტეტი.

პოლიტიკური კონტროლის სურვილიდან გამომდინარე, ეკონომიკური ძალაუფლების ამგვარი გამოყენება დაიწყო ავტორიტარული მთავრობის მოდელის შექმნით. ასეთ სახელმწიფოებად კი დასახელებულია შრი-ლანკა, ინდონეზია და იაპონიაც კი.

პრესრელიზი განმარტავს, რომ Blockchain პროექტი მოიცავს ე.წ. ლიბერალური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა შეიქმნას საერთო საზოგადოება და ფინანსური ინფრასტრუქტურა.

ეს კი პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ავტორიტარულ ხელისუფლებას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ, რათა საბოლოოდ, რეგიონში ჯანსაღი საზოგადოება და ეკონომიკური გარემო შეიქმნას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი