კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა BitMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეისმა განაცხადა, რომ 2018 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 5.000 დოლარიდან 50.000 დოლარამდე აიწევს.
ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით უამრავმა ინვესტორემა თუ ანალიტიკოსმა დააფიქსირა თავისი აზრი. ამ საკითხზე განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასის ცვლილებამ გამოიწვია. 17 ივლისს ბიტკოინი 6700 დოლარის ნიშნულს ასცდა.
არტურ ჰეისი ბიტკოინის კურსის ზრდას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სავაჭრო მოცულობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. აღსანიშნავია, რომ BitMEX-ის პლატფორმა კრიპტოვალუტის ბაზრის ანალიზსა და კვლევებს რეგულარულად ატარებს.
“მე მინდა დავინახო 5.000 დოლარის ნიშნულზე სიმყარე. თუ აქ იქნება პოზიციები გამყარებული მაშინ, ბიტკოინის კურსი წლის ბოლომდე 50.000 დოლარამდე გაიზრდება”,-განაცხადა არტურ ჰეისმა.
ამ კვირაში CNBC-სთან საუბრის დროს ბაზრის შესახებ ჰეისმა აღნიშნა, რომ ფასის არასტაბილურობიდან გამომდინარე ბევრმა ინვესტორმა იგივე პოზიციები შეინარჩუნა, რომელსაც ფლობდა. თუმცა იქვე დაამატა, რომ ნამდვილად შესაძლებელია 8.000-ისა და 9.000 დოლარის დონის მოპოვება და 10.000 დოლარის ნიშნულამდე მიღწევა, თუმცა მანამდე საჭიროა 5.000 დოლარის ფარგლებში რეგულარულად მყარი კურსი.