სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი ბირჟა, Bithumb-ი COVID-19 პანდემიის გამო თავისი ოფისების დახურვას აპირებს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, Bithumb-ი დროებით შეაჩერებს განგნამის დახმარების ცენტრს, რათა თავიდან აიცილოს COVID-19-ის გავრცელება.
კომპანიამ განცხადებაში აღნიშნა, რომ კორონავირუსის დაავადების შიდა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, რის გამოც მმართველობამ უფრო მეტი პროფილაქტიკური ზომები მიიღო.
Bithumb–ის დახმარების ცენტრი სეულში 24 ნოემბერს დაიხურა შემდგომი შეტყობინების მიღებამდე. ამასობაში კი, Bithumb-ი იმუშავებს მომხმარებელთა დახმარების ონლაინ ცენტრში.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ს პანდემიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კრიპტო და სხვა ციფრული სისტემების გააქტიურებასა და საზოგადოებაში დამკვიდრებას, ზოგიერთი მსგავსი პლატფორმის მესვეური აცხადებს, რომ პანდემიის გავლენა მაინც უარყოფითია. ასეთ დროს პროდუქციის მოთხოვნა ბაზარზე იზრდება, რაც ასევე თაღლითობით დაზარალებულთა რაოდენობასაც ზრდის.
შეგახსენებთ რომ, გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პოლიციამ სავარაუდოდ თაღლითობასთან დაკავშირებით მინიმუმ ორი რეიდი განახორციელა Bithumb-ის ოფისებზე, ხოლო კომპანიის თავმჯდომარე, ლი იუნგ-ჰუნი დაკითხვაზე გამოიძახეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კი კომპანია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.