ამერიკული კომპანია BitGo ევროპაში ფილიალს ხსნის

0
726

ციფრული აქტივების ფინანსური სერვისების კომპანია BitGo ქსელს აფართოებს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ევროპაში ფილიალებს ხსნის.

BitGo ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსებული კოპანიაა, რომელიც ბიტკოინ გარიგებებს აწარმოებს. კომპანიამ ფილიალი შვეიცარისა და გერმანიაში გახსნა.

იმის გამო, რომ ორი ახალი სუბიექტი რეგულირდება სხვადასხვა ფინანსური ორგანოს მიერ, BitGo აპირებს კლიენტებს უფლება მისცეს აირჩიონ იურისდიქცია, რომელიც შესაფერისი იქნება მათი ბიზნესისთვის.

BitGo–ს შვეიცარიის ფილიალი არის ქვეყნის მთავარი თვითრეგულირების ორგანიზაციის, ფინანსური სერვისების სტანდარტების ასოციაციის წევრი, რომელსაც თავის მხრივ, მეთვალყურეობს ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანო.

BitGo– ს გერმანული შვილობილი კომპანია, BitGo Deutschland GmbH უკვე აწარმოებს მომსახურების დაწყების შესახებ მოლაპარაკებას.

BitGo– ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ ბელსემ აღნიშნა, რომ ევროპაში ახალი სუბიექტების გაჩენა გამოიწვია რეგიონში 2019 წელს მომსახურების გაზრდილმა მოთხოვნამ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია და გერმანია ციფრული ვალუტის სექტორისთვის მეგობრულ ზონას წარმოადგენენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი