Binance Korea ვაჭრობას დროებით აჩერებს

0
1426

Binance Korea ვაჭრობის დაბალი მოცულობის გამო მუშაობას წყვეტს.

განცხადების თანახმად, Binance Korea-მ სამხრეთ კორეაში ოპერაციების შეწყვეტა გადაწყვიტა.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ვაჭრობა ეტაპობრივად შეწყდება და 2021 წლის 10 იანვარს პლატფორმა სრულად გაითიშება.

Binance KR-ის მომხმარებელს 29 იანვრამდე აქვს ვადა, რათა კრიპტოვალუტების ლიკვიდაცია მოახდინონ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მალტაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟამ, Binance-მა სამხრეთ კორეული პლატფორმის გაშვება ჯერ კიდევ მარტში დაანონსა.

შეგახსენებთ რომ, სამხრეთ კორეამ ციფრულ ვალუტაზე მოგების გადასახადის დაწესებას გადაავადა. კორეის Blockchain ასოციაციის ლობირების შემდეგ, კრიპტოვალუტის ბირჟებს დამატებითი დრო აქვთ ახალი საგადასახადო ინფრასტრუქტურის განსახორციელებლად.

სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეა გეგმავს შეაჩეროს ახალი საშემოსავლო გადასახადის კანონმდებლობა კრიპტოვალუტის მოგებაზე, ინდუსტრიული ორგანოების მიმართვის შემდეგ.

კრიპტოვალუტების ახალი საგადასახადო სტრუქტურა გამოცხადდა მიმდინარე წლის ივლისში და შეადგენს 20% გადასახადს ყოველწლიურად 2.5 მილიონი ვონს (2,260 დოლარს).

თავდაპირველად, წესების ამოქმედება დაგეგმილი იყო 2021 წლის პირველ ოქტომბერს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი