Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი არგენტინაში კრიპტობირჟის დაარსებას განიხილავს

0
412

კრიპტოვალუტის ბირჟის Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ Twitter-ზე დაწერა, რომ ახალ კრიპტობირჟას აარსებს.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი ერთგვარი პასუხი იყო CoinSpice-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე. სტატიაში ავტორი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ჩენგპენგ ზაო მოლაპარაკებას აწარმოებდა არგენტინის მთავრობასთან. თანამშრომლობა შეეხებოდა კრიპტო ინვესტიციების მოზიდვისა და Blockchain პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

ჩენგპენგ ზაოს კომენტარით თუკი ვიმსჯელებთ სრულიად რეალურია არგენტინაში კრიპტობირჟის დაარსება.

“გამოიცანით, სადაც გვექნება ახალი კრიპტოვალუტის ბირჟა?”,- დაწერა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ იანვარში ჩენგპენგ ზაომ 8 ქვეყანაში დაანონსა კრიპტოვალუტის ბირჟის დაარსება. ამ რვა ქვეყანას შორის მალტა, სინგაპური და არგენტინაც იყო დასახელებული.

ამასთანავე, ერთი თვის წინ გავრცელდა ჩენგპენგ ზაოს განცხადება, რომ ის კრიპტო ინდუსტრიის ზრდას ინვესტორების დაინტერესებაში ხედავდა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ინდუსტრია ინვესტორების საშუალებით იზრდება, რომლებიც რეალური პროექტების განხორციელებით არიან დაინტერესებულები”,- აღნიშნა Binance-ის გენერალურმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი