Binance-ი ჯერსის კუნძულზე პლატფორმას ხსნის

0
637

უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Binance-მა ევროპის ბაზარზე გაფართოება გადაწყვიტა. კრიპტობირჟა პლატფორმას ჯერსის კუნძულზე ხსნის.

ჯერსიზე გახსნილი ბირჟა ტრადიციული ვალუტით კრიპტოვალუტის ყიდვას უზრუნველყოფს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროთი და ბრიტანული ფუნტი სტერლინგით ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ვაჭრობა.

თავდაპირველად, ბირჟაზე ბიტკოინისა და ეთერიუმის ყიდვა იქნება შესაძლებელი. ვაჭრობის დაწყება უსაფრთხოების საფეხურების გავლით გახდება შესაძლებელი. უსაფრთხოების სისტემა კი პირველ რიგში მომხმარებლის ვინაობის ნამდვილობის შემოწმებას გულისხმობს.

Binance-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ევროპული ბაზრის გაფართოებას შეუძლია ევროსა და ფუნტი სტერლინგს ვაჭრობისას თანაბარი მნიშვნელობა მიანიჭოს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ივნისში Binance-მა დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. ორგანიზაცია ციფრულ ინდუსტრიას წარმოადგენს, რომლის სახელწოდებაც არის “ციფრული ჯერსი”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase-მა ოფისი დუბლინში გახსნა. ეს ფაქტი კი დაემთხვა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი