იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა Zaif-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერების თავდასხმის ობიექტი იაპონური ბირჟა Zaif-ი გახდა. როგორც ცნობილია ჰაკერებმა ბირჟიდან 59 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ბირჟის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, 14 სექტემბერს უსაფრთხოების დარღვევის შედეგად, ჰაკერებმა მოახერხეს მომხმარებელთა “ცხელი საფულიდან” 4.5 მილიარდი იენის მოპარვა, აგრეთვე მოიპარეს 2.2 მილიარდ იენად შეფასებული კომპანიის აქტივები. საერთო დანაკარგების ღირებულება კი 6.7 მილიარდ იენს…
