publisher

    Binance-ის ანალიტიკოსები: დროა კრიპტოვალუტამ ფასების მკვეთრი ზრდა აჩვენოს

    კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის ანალიტიკოსებმა კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, ბიტკოინისა და ალტკოინის ფასები უკვე დაფიქსირდა ყველაზე დაბალ ნიშნულებზე და ამიტომ უკვე დროა ციფრული ვალუტების კურსმა მკვეთრი ზრდა აჩვენოს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსებმა ბოლო პერიოდის ბაზარის შესწავლის გარდა, ყურადღება გაამახვილეს წინა წლების ბაზრის მონაცემებზე. კვლევაში განხილულია ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასების მოძრაობა 2014-2019 წლებში. ამ პერიოდის გათვალისწინებით…

    Read More

      11 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

      ხუთშაბათს, 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, კრიპტოვალუტების ფასებმა დაიკლო. ბიტკოინის კურსი 5.100 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 2.8%-ით შემცირდა. 11 აპრილს კი ბიტკოინის ღირებულება 5.106 დოლარს შეადგენდა. გუშინდელი მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის შემცირება კვირის განმავლობაში დაახლოებით 3.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება კაპიტალიზაციით უმსხვილეს ალტკოინს: დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 7.8%-ით…

      Read More

        საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტო მომხმარებელს აფრთხილებს

        საფრანგეთის მარეგულირებელი მომხმარებელს შესაძლო თაღლითობის ფაქტებზე აფრთხილებს. მარეგულირებელმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მომუშავე ზოგიერთი კომპანია ახალგაზრდებს იზიდავს, რაც საბოლოოდ არცთუ ისე კარგად მთავრდება. საქმე იმაშია, რომ კომპანია ახალგაზრდებს ტრენინგებსა და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას სთავაზობს. თუმცა მიღებული განათლება მომხმარებელს მხოლოდ კრიპტო პლატფორმებზე ვაჭრობით შემოიფარგლება. საფრანგეთის გარდა, ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმაც კრიპტოვალუტის მომხმარებელი გააფრთხილა….

        Read More

          10 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

          ოთხშაბათს, 10 აპრილს კრიპტოვალუტების ბაზარმა კვლავ ზრდის ტენდენცია აჩვენა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა მხოლოდ 1%-იანი მოგება დააფიქსირა. კრიპტოვალუტის კურსი ძირითადად 5.272 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინის მიმდინარე ფასი დაახლოებით 4%-ით აღემატება 5.038 დოლარის მაჩვენებელს. ეს არის კურსი, რომელზედაც კვირის დასაწყისში ბიტკოინის ღირებულება ფიქსირდებოდა. რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს უმსხვილესი ალტკოინის სტატუსს….

          Read More

            ივაშიტას გატო: ბიტკოინი გაცილებით მეტია, ვიდრე ვირტუალური ვალუტა

            იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბიტკოინი ვირტუალური ვალუტის სტატუსით აღარ მოიხსენიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ფინანსური საბჭოს 41-ე გენერალური ასამბლეის და 29-ე ფინანსური განყოფილების პლენარულ სხდომაზე, კიოტოს უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო სკოლის პროფესორმა ივაშიტას გატომ, წევრებს მიმართა, რათა ეს აზრი საბჭოზე მიღებულ იქნას. პროფესორის აზრით, ბიტკოინი თანხის გადარიცხვის ან…

            Read More