publisher

    ფილიპინების ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის შესახებ გაფრთხილებას გამოსცემს

    ფილიპინების ცენტრალური ბანკის მმართველმა, ბენიამინ დიოკნომ მოქალაქეები ტერორიზმის დაფინანსებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ გააფრთხილა. როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება The Philippine Star-ი ავრცელებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბენიამინ დიოკნომა გააკრიტიკა ბიტკოინის შესაძლებლობები. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმ ეკონომიკური კეთილდღეობისა, რაც კრიპტოვალუტას შეუძლია მოიტანოს მაინც…

    Read More

      ანალიტიკოსი ტონი ვეისი კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდას სკეპტიკურად უყურებს

      Wall Street-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამინდელი Blockchain ტექნოლოგიის მკვლევარი ტონი ვეისი “კრიპტო ზამთრის” დასრულების შესახებ სკეპტიკურად არის განწყობილი. ტონი ვეისი ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო გიგანტის JPMorgan-ის ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსიც არის. როგორც ამერიკულ მედიასთან საუბარში ანალიტიკოსმა აღნიშნა, სკეპტიკურად არის ყველა იმ მოსაზრების მიმართ განწყობილი, რომელიც ამტკიცებს რომ ციფრული ვალუტის ბაზარი აღარ შემცირდება. ტონი ვეისის მოსაზრების…

      Read More

        10 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

        ორშაბათს, 10 ივნისს, CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით ბიტკოინმა 8.000 დოლარის ნიშნული დაიბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცალსახად დადებითი ნიშანი იყო ციფრული ვალუტების ბაზრისათვის. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოები 2.18%-ით გაიზარდა და 8.029 დოლარის ნიშნულს მიაღწია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინზე ვაჭრობა 7.680 დოლარზე გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ გასული კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 8%-ით იყო შემცირებული. რაც შეეხება…

        Read More

          9 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

          კვირას, 9 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ დღესთან შედარებით კრიპტოვალუტების ფასებმა მცირედით, თუმცა მაინც დაიკლო. ბიტკოინის ფასის ნიშნული 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1.26%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 7.775 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ცდილობდა 8.000 დოლარისთვის მიეღწია. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება ეთერიუმს:…

          Read More

            ამერიკული მედია: Facebook-ის კრიპტო პროექტის პრეზენტაცია 18 ივნისს შედგება

            ამერიკული მედია აქტიურად წერს, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტის პროექტის წარდგენა 18 ივნისს შედგება. აღნიშნული ინფორმაცია ირიბად დაადასტურა ლაურა ემსიკრაკენმა, რომელიც არის Facebook-ის ფინანსური მომსახურების ხელმძღვანელი ჩრდილოეთ ევროპაში. გერმანულ საფინანსო ჟურნალ Wirtschaftswoche-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ Facebook Coin-ის შეძენა ტრადიციული ვალუტით მოხდება. თუმცა Facebook-ის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია მოხდება თუ არა აღნიშნული ციფრული ვალუტის შეძენა დოლარის გარდა,…

            Read More