publisher

    კომპანია Kakao-ს კრიპტო მომხმარებელთა რიცხვი იზრდება

    მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ივნისში სამხრეთ კორეულ ბირჟაზე, Coinone-ზე მომხმარებელთა რიცხვმა მოიმატა. მომატებული რიცხვი კი დაახლოებით 10,000 ადამიანს შეადგენს. Coinone-ი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც Kakao-მ კრიპტო ოპერაციები შეტყობინებების პროგრამის, KakaoTalk-ის ნაწილად აქცია. გაშვებიდან მალევე, კომპანიამ განაცხადა, რომ მათი მესენჯერის ახალმა კრიპტო ფუნქციამ 100000 მომხმარებელზე მეტი მოიზიდა. უნდა აღინიშნოს, რომ Kakao-ს ღირებულება სამჯერ მეტია რეგიონში…

    Read More

      სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა რეგიონმა კენჭისყრისას შესაძლოა, Blockchain-ი გამოიყენოს

      სამხრეთ კორეის სეოჩოს რეგიონმა შესაძლოა, Blockchain-ი ხმის მიცემის სისტემისთვის გამოიყენოს. გასულ კვირას, სეოჩოს რეგიონული მთავრობის მეთაურმა Blockchain კომპანიებს მაცხოვრებლებისთვის კენჭისყრის პლატფორმის შექმნა შესთავაზა. ამასთანავე მან შეაქო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მოვლენების პოზიტიური ნაკადი ქვეყნის მასშტაბით. UpDown Korea-ს თანახმად, ჩო ეუნ-ჰე, რომელიც სეულის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული რაიონის ადგილობრივი მთავრობის ლიდერია, მიიჩნევს, რომ უკვე შესაფერისი დროა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების…

      Read More

        აშშ კრიპტო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს რუს ჰაკერებს უკავშირებს

        აშშ რუსეთის ტროლების ოპერატორებს კრიპტო ანგარიშების თაღლითობაში ადანაშაულებს. სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ჰაკერებს ბრალი ედებათ თაღლითობაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, მათ აშშ-ს მოქალაქეების ვინაობა კრიპტო ანგარიშების გასახსნელად უკანონოდ მოიპოვეს. შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა რუსეთის მოქალაქეს არტემ ლიფშიტს ინტერნეტ – კვლევითი სააგენტოს შვილობილი კომპანიის მართვისთვის, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. საჩივარში ნათქვამია, რომ ლიფშიტი…

        Read More

          მალაიზიური კომპანია საქველმოქმედო ორგანიზაციებში Blockchain-ს დანერგავს

          მალაიზიაში დაფუძნებულმა კომპანია IBF Net-მა განაცხადა, რომ ის ისლამურ საქველმოქმედო ორგანიზაციებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ცდილობს. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ტექნოლოგია არსებული დონორების ნდობას გააძლიერებს. იგი ასევე ახალ დონორებს წაახალისებს. პროდუქტი, სახელწოდებით RecurPay, იქნება Tezos პლატფორმაზე და ხელს შეუწყობს განმეორებად და ავტომატურ მცირე გადასახადებს, რაც მოიაზრებს მსგავს საქველმოქმედო გადარიცხვებსაც. IBF Net-ის თქმით, Blockchain ტექნოლოგია სისტემას შექმნის, რომელიც…

          Read More

            ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი: პანდემიამ ციფრული ვალუტის მიღება დააჩქარა

            ევროკავშირის მაცხოვრებლები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ისინი გადასახადებს უკონტაქტოდ, ანუ ციფრულად იხდიან. განსაკუთრებით პანდემიის და იზოლაციის პირობებში ეს უკანასკნელი ბევრად მისაღები გახდა. შესაბამისად ციფრულად გადასახადების გადახდის ტენდენციაც სწრაფად მიიწევს პოპულარობის პიკში, რასაც ადასტურებს ევრობანკის პრეზიდენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროზონის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები აპირებენ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ დასკვნა, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შეეხება….

            Read More