Ant Group-ი ციფრული იუანის შექმნაში მონაწილეობს

0
488

Ant Group-ი ხაზს უსვამს ციფრული იუანის განვითარებაში კერძო სექტორის როლს.

Ant Group-ისა და Tencent Holdings-ის წარმომადგენლებმა ჩინეთის სახალხო ბანკთან თანამშრომლობის მასშტაბებზე ისაუბრეს. კომპანიების წარმომადგენლები Digital China Summit-ზე სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის ყოველწლიური სავაჭრო ბაზრობა ქალაქ ფუჟოუში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარეობს.

South China Morning Post-ის თანახმად, Ant Group-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან ერთად ციფრულ იუანზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო.

2019 წლის ივნისში, ჩინეთის ციფრული ვალუტის ინსტიტუტმა გამოიყენა Ant-ის მობილური აპლიკაციების განვითარების პლატფორმა, რათა შეექმნათ საკუთარი ციფრული იუანის აპლიკაცია.

Ant Group-მა აღნიშნა, რომ ჩინეთის ციფრული იუანის ოფიციალური ტესტირება 2020 წლის ივლისში დაიწყო. ასევე გასული წლის ბოლოს შანხაიში ციფრული ვალუტის საცდელი ვერსია წარმოებაში ჩაეშვა.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ Ant Group-ის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ბანკი, MYBank-ი გახდა ერთ–ერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჩინეთის ციფრული ვალუტას კლიენტებს სთავაზობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი