Ant Group-ს Alibaba-ს დამფუძნებელი აღარ მართავს

0
798

ჩინელი მილიარდერი და Alibaba-ს დამფუძნებელი, ჯეკ მა, აღარ გააკონტროლებს ფინტექ გიგანტ Ant Group-ს კომპანიის კორპორატიულ სტრუქტურას.

Ant Group-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჯეკ მამ უარი თქვა Ant Group-ის მართვაზე.

გარდა იმისა, რომ ჯეკ მას 10%-იანი წლის აქვს კომპანიაში, ის ასევე მარეგულირებლის მიერ დანიშნული მაკონტროლებელი იყო კომპანიაში, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს კომპანიაზე რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებინებდა.

რესტრუქტურიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, არც ერთ აქციონერს არ ექნება კონტროლი Ant Group-ზე. თუმცა ისეთი მსხვილი აქციონერები, როგორიცაა Hangzhou Junhan და Hangzhou Junao, დამოუკიდებლად გამოიყენებენ ხმის უფლებებს Ant-ში.

„შესწორება არ გამოიწვევს რაიმე ცვლილებას Ant Group-ის ნებისმიერი აქციონერისა და მათი ბენეფიციარების ეკონომიკურ ინტერესებში“,- დასძინა კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაში.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, Ant Group-ის რესტრუქტურიზაციამ და კომპანიაზე კონტროლის დათმობამ შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს კომპონიაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი