“ამაზონი”, გიგანტური ონლაინ შოპინგ კომპანია კრიპტოვალუტითა და Blockchain ტექნოლოგიით დაინტერესდა.
ამის შესახებ ინფორმაცია EBIT NEWS-ი ავრცელებს.
როგორც აღმოჩნდა, “ამაზონის” ხელმძღვანელობა მზაობას გამოთქვამს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესაზებ. კომპანიამ ვებ-საიტზე მომხმაებელთა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გამოკითხულთა 51.7%-ი ეთანხმება იმ აზრს, რომ კომპანიამ საკუთარი კრიპტოვალუტა, Amazon coin-ი უნდა შექმნას.
გამოკითხულთა 49% -მა ასევე განაცხადა, რომ ისინი გახსნიდნენ Amazon coin-ის მომსახურების გამოყენებისთვის საბანკო ანგარიშს, ხოლო 38.3% კი, ფიქრობს, რომ Amazon coin-ის მეშვეობით შემნახველი ანგარიშის შექმნა ხელსაყრელი იქნებოდა.
რაც შეეხებათ კომპანიის თანამშრომლებს, 58%-მა განაცხადა, რომ მათთვის მოსახერხებელია ბიტკოინის მსგავსი ციფრული ვალუტით სარგებლობა.
ეს კვლევა ინვესტორებისათვის შეიძლება სიგნალი იყოს და მხოლოდ ერთ საკითხზე, კრიპტოვალუტის მიმართ მოთხოვნის ზრდაზე მიანიშნებს.
იმ შემთხვევაში, თუ “ამაზონი” Amazon coin-ის გამოშვებას დაიწყებს ამით მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ Amazon coin ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებში გადაცვალონ.
ეს მოვლენა გლობალური ფინანსური სისტემისთვის დიდი ნახტომი, ხოლო ციფრული ვალუტისთვის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება.