მალაიზიის ავიაკომპანია AirAsia კრიპტოვალუტა BigCoin-ის შექმნას გეგმავს

0
2214

მალაიზიის ავიაკომპანია AirAsia კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ ე.წ. ჯილდოების პროგრამას იწყებს.

AirAsia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი ფერნანდესმა Nikkei Asian Review-ს განუცხადა, რომ კომპანიის მუდმივ კლიენტების ჯილდოს პროგრამა კრიპტოვალუტის სისტემაში გარდაიქმნება, რომლის სახელწოდებაც BigCoin-ი იქნება.

კომპანიის ეს ნაბიჯი უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ავიაკომპანიის ციფრული მომსახურების გაუმჯობესებას და კომპანიის უნაღდო სისტემაზე გადასვლას.

სტატიაში ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია AirAsia-ს სხვადასხვა სერვისი BigCoin-ის გამოყენებით შეიძინოს.

ჯერჯერობით უცნობია კომპანია საკუთარ Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემას გამოიყენებს, თუ სხვა უკვე არსებულ პლატფორმას.

AirAsia პირველადი მონეტარული შეთავაზების შემოღებასაც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ტონი ფერნანდესმა სტატიაში დრო არ დაასახელა, გამოცემა იუწყება, რომ ტოკენები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მომდევნო თვეებში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ავიაკომპანია იყო დაინტერესებული Blockchain ტექნოლოგიის ე.წ. ჯილდოს პროგრამული მოდელით.

სინგაპურის ავიახაზებმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მუდმივი კლიენტებისთვის მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით Blockchain-ის შექმნას გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი