ჩინეთი fintech-ის საპილოტე პროექტებზე მუშაობს

0
1788

ჩინეთის ბანკი fintech-ის რეგულაციის სისტემის გაძლიერებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, საპილოტე პროექტები კიდევ ექვს ქალაქში ჩატარდება.

ჩინეთის ბანკმა გასულ წელს პეკინში დაიწყო პირველი fintech ინოვაციების რეგულირების საპილოტე პროექტი. ბანკი გეგმავს საპილოტე პროექტების ჩატარებას შანხაიში, ჩონგკინგში, შენჰენში და კიდევ სამ დიდ ქალაქში.

საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ზოგადად ფინანსური სერვისების გაუმჯობესებას და ტრადიციული ეკონომიკური სისტემის სტიმულირებას.

ამავე დროს, ის ასევე დაეხმარება მცირე და მიკრო კერძო საწარმოებს, რათა მარტივად გაიარონ დაფინანსების სირთულეები პანდემიის დროს.

”ჩვენი მიზანია პანდემიის ვითარების ფონზე დავეხმაროთ საწარმოებს მუშაობასა და წარმოების განახლებაში”,- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ბანკი ასევე აცხადებს, რომ fintech ინოვაციური პროექტების რეგულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზეც არის ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ჩინეთის გუანგდონგის პროვინციაში fintech-ის ინკუბაციის ზონამ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა.

ზონა და მისი ადმინისტრაცია კომპანიებს სთავაზობდნენ სხვადასხვა ბიზნესისთვის პროექტს, რაც საერთო ჯამში ხელს შეუწყობდა ტექნოლოგიური მიღწევების ტრანსფორმაციას და გამოყენებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი