Bloomberg: ბიტკოინი შესაძლოა, მასიურ გამოყენებაში ჩაეშვას

0
1731

Bloomberg-ის სტატიის მიხედვით, შესაძლოა ბიტკოინის მასური გამოყენება დაიწყოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიტკოინის ბაზარი ნელ-ნელა იზრდება და ემზადება მასიური გამოყენებისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, მალე ბიტკოინი ციფრული ოქრო გახდეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ 2020 წელი ბიტკოინისთვის არის სპეკულაციური აქტივიდან კრიპტო ბაზრის ოქროს ვერსიაზე გადასვლის პერიოდი.

”ეს წელი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოცდას ბიტკოინისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მოვლენების განვითარებას”,- აღნიშნულია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ განაცხადა, რომ მხოლოდ ბიტკოინი გახდებოდა ციფრულ ოქრო.

ამით, ვოზნიაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისის პოზიტიური დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვოზნიაკმა ყველა თავისი კრიპტოვალუტა გაყიდა.

“მხოლოდ ბიტკოინი არის ნამდვილი ციფრული ოქრო… ყველა დანარჩენი ბიტკოინის ასპექტი: მაგალითად, მთლიანად დეცენტრალიზებული და ცენტრალური კონტროლის გარეშე არსებული საკითხი, ეს არის პირველი, რაც მათ უნდა მოაწესრიგონ ბიზნეს მოდელის გასაკეთებლად”,- აღნიშნა სტივ ვოზნიაკმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი