კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi უსაფრთხოების დონეს ზრდის

0
1247

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Huobi-მ Star Atlas-ის ანალიტიკური ქსელის დანერგვა დაიწყო. ქსელი საშუალებას იძლევა უკანონო კრიპტოვალუტის გარიგების შესახებ ინფორმაციის გამომჟღავნებას.

”Star Atlas-ი არის ქსელის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც აკონტროლებს კრიპტოვალუტის ოპერაციებს. პროგრამის მიზანია იდენტიფიცირება მოახდინოს და ამოიცნოს დანაშაულებრივი სქემა, როგორიცაა თაღლითობა, ფულის გათეთრება და ა.შ.”,- აღნიშნულია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეის Huobi-ს ფილიალი მსოფლიოში მეექვსე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟაა. 2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კრიპტობირჟამ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები მიიღო.

განახლებული უსაფრთხოების სისტემის საშუალებით მაშინვე ხდება ნებისმიერი ოპერაციის აღმოჩენა, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება.

კომპანიის მიერ გავრცელბული პრესრელიზის თანახმად, ღონისძიებები მიღებულ იქნა კორეის საფინანსო მომსახურების კომისიის, ქვეყნის მარეგულირებლის წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ბირჟა აცხადებდა, რომ რეგულარულად მიმდინარეობდა თაღლითური ოპერაციების გამოვლენის ალგორითმის განახლება.

შეგახსენებთ, რომ Huobi-ს ცხელი ხაზიც აქვს, სადაც მომხმარებლების მხრიდან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შედის ზარი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი