იტალიის წითელმა ჯვარმა დონაციის სახით კრიპტოვალუტით 32.000 დოლარი მიიღო

0
1933

რამდენიმე დღის წინ იტალიაში სისხლის დონაციის დღე აღინიშნა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიის “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტის ფონდში გადარიცხული თანხით სამედიცინო განყოფილებას ააშენებს.

იტალიის “წითელ ჯვარში” ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაახლოებით 32.000 დოლარი არის ჩარიცხული. აქედან დაახლოებით 22,000 აშშ დოლარი გამოიყენეს სამედიცინო განყოფილების მშენებლობის დასაფინანსებლად. სამედიცინო დაწესებულება რომში აშენდება.

”დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ დაფინანსების პირველ ეტაპს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მიღებული შემოწირულობა ხელშესახებ დახმარებად გადავაქციეთ”,- აღნიშნა იტალიის “წითელი ჯვრის” პრეზიდენტმა, ბრუნო პიეტროსანტიმ.

ფონდის დაარსებიდან პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო მინიმუმ 10.000 ევროს შეგროვება, რათა “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებს აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინათ.

ფონდის შექმნის ერთ-ერთ მიზანს კი წარმოადგენდა ჰოსპიტალებში პაციენტების რაოდენობის შემცირება. ამასთანავე, აუცილებელი იყო ახალი საკარანტინო ზონების მოწყობა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები პროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი