იაპონია Blockchain-ზე დაფუძნებულ ციფრულ სასამართლო სისტემაზე მუშაობს

0
1344

მკვლევრების ჯგუფმა შეიმუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული მექანიზმი, რათა იურიდიული საკითხების მოგვარება გამარტივდეს. საქმე ეხება ე.წ. ციფრული სასამართლოს.

პროექტს ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიტოში მატუშიმა და ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან შანია ნოდა ხელმძღვანელობენ.

პროექტი მიზნად ისახავს იურიდიული დავების მოგვარებას სამართლებრივი პროცესის საჭიროების გარეშე.

ტოკიოს უნივერსიტეტში განმარტეს, რომ პროექტი “ჭკვიან კონტრაქტებზე” დაფუძნებული იდეების გაფართოებაა.

ტოკიოს უნივერსტეტის პროფესორმა საზოგადოებას დამატებითი დეტალები გააცნო. მისი თქმით, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მექანიზმის დიზაინი თანდათან იხვეწება.

”სასამართლო ალგორითმით აერთიანებს მხარეთა მოსაზრებებს და მოსამართლეებს იმ შემთხვევაში, თუ ციფრული სასამართლო ირწმუნება, რომ მხარემ დაარღვია ხელშეკრულება, მხარე დააჯარიმდება”,- აღნიშნულია ჰიტოში მატუშიმას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ინტერესს ამჟღავნებს. ბოლოს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, იაპონიის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მარეგულირებელს ახალი მიდგომების მოძებნა სჭირდებოდა, რათა ქვეყანას კრიპტოვალუტისა და Blockchain ინდუსტრია სრულყოფილად აეთვისებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი