ჩინეთში დაფუძნებული მაინინგისა და Blockchain-ის კომპანიები ერთობლივ პლატფორმას ქმნიან

0
1393

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის 12 კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია Blockchain კომპანიებთან ერთად ინფორმაციის გამჭვირველობის იდეით გამოდის. საქმე ეხება კორონავირუსის პანდემიას.

კომპანიების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ცენზურის გამო თავის დროზე, ნოემბრის თვეში არ მოხდა ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და შესაბამისად, საჭირო ზომების მიღებაც.

ინფორმაციის გაზიარების პლატფორმას Pow Power-ი ჰქვია.

Pow Power–ის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ პანდემიის დროს საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალეობაზე მოთხოვნა გაიზარდა.

ამ ფაქტმა კი მაინინგის საზოგადოებას Pow Power-ის შექმნისკენ უბიძგა.

“მაინერების მიერ ინფორმაცია შეგროვდება და გამოქვეყნდება რეგულარულად POW POWER-ის WeChat საჯარო პლატფორმაზე”,-ნათქვამია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს კრიპტო საზოგადოება კორონავირუსის წინააღმდეგ საკმაოდ გააქტიურდა. აქტიურობა გამოიხატება, როგორც დონაციაში ასევე სხვადასხვა Blockchain პლატფორმის შექმნით.

შეგახსენებთ, რომ კანადაში დაფუძნებული კომპანია ლათინურ ამერიკაში კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებას აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი