ვენესუელას პრეზიდენტი ექიმებს საჩუქრად ერთ პეტროს გადასცემს

0
1397

ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ კორონავირუსული პანდემიის ფონზე თითოეულ ექიმს თითო პეტრო საჩუქრად გადაეცემა.

პეტრო განაწილდება ვენესუელას Patria System პლატფორმის მიერ, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ეს კი გაკეთდა იმისთვის, რომ არ მოხდეს ქვეყნის საბანკო სისტემის გვერდის ავლით რაიმე სახის კრიპტო ტრანზაქცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი პეტროს ღირებულება ვენესუელას ნავთობის ერთი ბარელის ფასია.

საინტერესო ფაქტია, რომ 18-წლიანი შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასმა მარტის თვეში მოიმატა და ახლა ერთი ბარელის ფასი 27 დოლარს შეადგენს.

ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ენდომებოდა ნავთობის შესყიდვა იქნებოდა ეს ადგილობრივი, თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ფირმა, ყველა ვალდებული იქნებოდა, რომ ნავთობი პეტროთი შეეძინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელას მთავრობა სხვადასხვა პროექტით აქტიურად ცდილობს საზოგადოებაში კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული მთელი რიგი პროქტები მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს უცხოელი ინვესტორების პეტროთი დაინტერესება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი