Blockchain კომპანია: COVID-19 კრიპტო სექტორზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

0
1226

Blockchain კომპანია Chainalysis-მა განაცხადა, რომ COVID-19 პანდემიური და გლობალური გავრცელება საფრთხეს უქმნის როგორც ტრადიციულ ფინანსურ სექტორს, ასევე კრიპტოვალუტის სფეროსაც.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საფრთხის შექმნა პირველ რიგში ციფრული ვალუტის ფასების რყევებზე აისახება.

ეკონომიკის ყველა ექსპერტი აღნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის გლობალური საფრთხე ნეგატიურ გავლენას ახდენს ფინანსებზე. თუმცა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კრიპტო სექტორი, რომელიც ცდილობს, რომ ვირუსის დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

ასე მაგალითად: Ripple Lab–მა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 200.000 დოლარის დონაცია განახორციელა. შემოწირულობა ორი სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციისთვის არის განკუთვნილი.

დონაციის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის წინააღმდებ ბრძოლა.

ლაბორატორიის “ტვიტერის” პოსტის მიხედვით, 100.000 აშშ დოლარი Tipping Point გადაუდებელი რეაგირებისა და Silicon Valley Community Foundation–ის ფონდებს გადაეცა.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტით დონაციას არაერთი ორგანიზაცია იღებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებდა.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის “წითელი ჯვარი” შემოწირულობებს ბიტკოინით მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი