ვენესუელამ ეროვნული კრიპტოვალუტის პეტროს გაყიდვა დაიწყო

0
2139

ვენესუელის მთავრობამ კრიპტოვალუტა პეტროს წინასწარი გაყიდვა დაიწყო. პეტრო წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ ციფრულ ვალუტას, რომელიც ნავთობითაა გამყარებული.

82.4 მილიონი პეტროს შეძენა უკვე შესაძლებელია. მომხმარებელს კრიპტოვალუტის შეძენა ტრადიციული ვალუტით შეუძლია, მხოლოდ არა ვენესუელური ბოლივარით.

ვენესუელას საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ინვესტიციების მინისტრმა ხოსე ვილმა მორამ განაცხადა, რომ მთავრობა უცხოელ ინვესტორებს მოიზიდავს პოლონეთიდან, დანიასა და ნორვეგიიდან. ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკისა და ევროკავშირის სანქციები ინვესტორებს საქმიანობას უზღუდავს.

მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ განაცხადა, რომ თითოულ პეტროს მონეტას თითო ნავთობის ბარელი გაამყარებდა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 6 მილიარდი დოლარის კაპიტალი პეტროს გაყიდვით დაგროვდება.

პეტროში შეძენა-გაყიდვისათვის, საჭიროა, რომ ინვესტორებმა ვენესუელის მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიპტოვალუტა პეტროს ციფრული საფულე ჩამოტვირთონ. ერთხელ დარეგისტრირება ავტომატურად ქმნის მისამართს, რათა მომხმარებელმა შეძლოს გადარიცხა და ასევე, შესაძლებელი იყოს სხვა მომხმარებლის მხრიდან კრიპტოვალუტის გადმორიცხვაც.

ვენესუელის სახელმწიფო ვალუტის, ბოლივარის კატასტროფული ვარდნისას ქვეყნის მთავრობამ კრიზისისგან თავის დაღწევის მიზნით ალტერნატიულ გზას მიმართა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ვენესუელაში ინფლაციამ 4.115 პროცენტი შეადგინა. ბოლივარმა კი, თავისი ღირებულების 96 პროცენტი დაკარგა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი