ჩინეთი კრიპტო ინდუსტრიას კვლავ სარისკო სფეროდ მიიჩნევს

0
1549

ჩინეთის ხელისუფლება კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ციფრული ვალუტის სფეროს დახმარებას არ სცნობს.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის სექტორთან დაკავშირებით ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის სათაურიც ასე ჟღერს:” 3.15 ფინანსური მოხმარებლის უფლებებისა და ინტერესების დაცვა”.

პოსტის მიხედვით, ბანკის ოფიციალური პირები საზოგადოებას კრიპტოვალუტაში ინვესტიციის შესახებ აფრთხილებენ. ძირითადი აქცნტი კი კრიპტო ბირჟებზე განხორციელებულ თაღლითობის შემთხვევებზე მოდის.

”პირველ რიგში, “ბოტებთან” თაღლითობის გარიგების რაოდენობა საკმაოდ სერიოზულია. ამასთანავე, კვლავ დიდ პრობლემად რჩება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სქემების არსებობა”,- აღნიშნულია ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ეროვნული კონგრესის კომიტეტმა 2019 წლის 26 ოქტომბერს კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით ახალი მარეგულირებელი კანონი მიიღო. კანონი 2020 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი მარეგულირებელი სისტემა მიზნად ისახავდა კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, რომელიც ძირითადად უსაფრთხოებას ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი